logo
ENG



წააგებს თუ არა საქმეს საქართველო ჰააგის სასამართლოში - რას პროგნოზირებენ იურისტები 

15 აგვ 202020:32
3 წუთის საკითხავი
clock 357

იურისტების შემაშფოთებელი და პესიმისტური პროგნოზი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიებაზე. ყველაფერი იქით მიდის, რომ ამ პროცესს წავაგებთ - ამ განცხადებას Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი აკეთებს. მიზეზად კი გამოძიების პროცესისადმი უყურადღებობას ასახელებს.

ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ჰააგის სასამართლოს, ყველა მტკიცებულება გადასცეს, თუმცა ამის არ სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ გუნდს საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

ოპოზიცია პასუხისმგებლობას სრულად ხელისუფლებას აკისრებს. მათთვის ხელისუფლების პასიურობა მიუღებელია. თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნება რუსეთის მიმართ ქმედებებს გაააქტიურებს. 

ქართული ოცნება კი ბრალდებებს არ იღებს და კრიტიკას ხელოვნურად აგორებულს უწოდებს. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ რუსეთის დანაშაულებების გამოსავლენად ყველა მტკიცებულება ჰააგის სასამართლოში წარდგენილი აქვს. არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენაში კი წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ. 

2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება ჰააგის სასამართლომ 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წელს დამოუკიდებლად დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება მომავალ წელს უნდა დასრულდეს და არა ქვეყნებს შორის, არამედ ცალკეული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იკვლევს. რუსების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებების წარდგენას სპეციალისტები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რადგან არაოფიციალური პირების მანდატი, შედარებით შეზღუდულია.


close დახურვა