logo
ENG



წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

08 აპრ 202123:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/08/hcculzvs4ho606n.jpg

წალენჯიხაში, ზუგდიდის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. 

მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).


close დახურვა