logo
ENG



წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

19 ნოე 202316:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/19/8583krbz08g3uox.jpg

წალენჯიხაში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები - დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც. კერძოდ, ძლიერმა ქარმა კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. მათი ცნობით, დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და მომზადება გადახურვისთვის. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის ის ჯვარში სრულად აღდგენილია.

მათივე განცხადებით, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია - მერის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის და შედეგების მიხედვით, შესაბამისი თანხების მობილიზება სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მოხდება და დაზიანებული ობიექტები სრულად გადაიხურება - მანამდე სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.


close დახურვა