წალენჯიხის ვიცე-მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია მან ფორმულას დაუდასტურა.
ზარქუას თქმით, წალენჯიხის მერ გიორგი ხარჩილავას სამსახურიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.
ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს.
მიზეზი გახმაურებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაკარგვია და ეს პროექტები განხორციელდება, ირიბად თუ პირდაპირ გარკვეულწილად მქონდა პასუხისმგებლობა, როგორც კომისიის თავმჯდომარეს , - ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლის მხარდამჭერი პროგრამა საკრებულოს დაგვიანებით გადაუგზავნა.