logo
ENG



წალკაში 50 წლამდე კაცმა ქალი მოკლა

01 დეკ 202315:16
3 წუთის საკითხავი
 

წალკაში 50 წლამდე კაცმა ქალი ნაჯახით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა