logo
ENG



წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო

17 სექ 202609:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/17/laxbtb8aisaa45h.png

შშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო. Politico წერს, რომ კანონპროექტს მხარი 262-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 159-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

მანამდე, კანონპროექტი 86 ხმით სენატმაც დაამტკიცა. ახლა მას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

კანონპროექტი Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026 - რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გაფართოებას ითვალისწინებს. დოკუმენტს სახელი გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის პატივსაცემად ეწოდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს პირველად და მეორად სანქციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს უკრაინაში ომის დაფინანსებაში ეხმარებიან. შეზღუდვები შეეხება რუს ჩინოვნიკებს, ბიზნესმენებს, მათ ოჯახის წევრებს, საფინანსო სექტორს და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს.

გარდა ამისა, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, 100%-მდე ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების (მათ შორის ჩინეთისა და ინდოეთის) უმსხვილესი მყიდველები არიან ან მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. კანონპროექტი ასევე აფართოებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს ირანის ენერგეტიკისა და იარაღის სექტორების წინააღმდეგ.


close დახურვა