„ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ წარმომადგენლებმა წერეთლის პოლიციასთან სიმბოლური სტიკერები „ამ ცხოვრების დედაც“ გააკრეს.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, რადგან მათ სტიკერების გაკვრა პოლიციის შენობაზე უნდოდათ. პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და აქციის მონაწილეებმა სტიკერები პოლიციის შენობის წინ ასფალტზე წარწერით „ლუკა“ დააკრეს.
აქციაზე არავინ არ დაუკავებიათ.