logo
ENG



წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

27 მაი 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/397c0uvogfd8ptv.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29-30 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი. 


close დახურვა