logo
ENG



წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი მოინახულა

19 ნოე 201908:17
3 წუთის საკითხავი
 
l75ptefkyq516zw.jpg

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს 14 ნოემბერს დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ექიმის სანახავად ცხინვალის ციხეში მივიდნენ.

„ვიზიტის დროს ბატონ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა გაფრინდაშვილის ოჯახს", - წერია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან ექიმისადმი მხარდასაჭერი აქცია დღესაც განახლდება. პირველ საათზე საქართველოს კლინიკების ასოციაცია ამერიკის საელჩოსთან მდუმარე აქციას გამართავს.


close დახურვა