ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ აქცია-პერფორმანსი გამართა, სადაც როგორც წითლიძე ამბობს, მათი თანაბერძოლი ელდარ კეზუა დააკავეს.
წითლიძემ მხარდამჭერებთან ერთად ადგილზე შპრიცები მიიტანა, როგორც იმის სიმბოლო, რომ სუს-ი მისი თქმით, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მუშაობდა ძველ ბიჭებთან და ხმების სანაცვლოდ ნარკოტიკებს არიგებდა.
ადგილზე ასევე მიიტანეს ბანერი წარწერით: "რევოლუცია".
"მოვედი მშვიდად, წყნარად და სუს-ის უფროსთან გასაუბრება ვითხოვე, რათა პირადად გადამეცა ამანათი, რაც მქონდა - შპრიცები, როგორც სიმბოლო იმისა, რომ სუსი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მუშაობდა ძველ ბიჭებთან... სანამ ინტერვიუს ვაძლევდი, ჩვენი თანამებრძოლი ელდარ კეზუა დააკავეს", - თქვა წითლიძემ.