„ქართული ოცნების“ წევრი ისკო დასენი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დროს არ იცის რომელ ღილაკს დააჭერს ხელს. საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა დავით სონღულაშვილმა. საკუთარ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობს არც გოგა გულორდავა.
„მე დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომ მართლაც კონსესუსის გზით მიღებული საარჩევნო სისტემაა. წინა შემთხვევაში რატომ იმიტომ არ დავუჭირე რომ გარდამავალ პერიოდში აუცილებელი იყო შერეული სისტემის შენარჩუნება და შემდგ გადასვლა სრულად პროპორციულზე“, - განაცხდა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ქართული ოცნების წევრის ნინო წილოსანის განცხადებით ის ცვლილებების განხორციელებას მხარს დაუჭერს.
„ვუჭერ მხარს რადგან მაჟორიტარული სისტემა ნაწილობრივ დატოვებულია და ის რისკები, რასაც მასში ვხედავდი აღმოფხვრილია. ასე რომ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ გუნდის ყველა წევრიც და მეც მხარს ვუჭერთ. არანაირ გართულებას არ ველოდები და იმედი მაქვს რომ დამოუკიდებელი წევრებისგანაც არ იქნება გართულებები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისათვის თითოეული ხმა გადამწყვეტია.