![5ugvktqv6yle624.jpg](/uploads_script3/news/5ugvktqv6yle624.jpg)
წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ ხანძარია. როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროდან მოქალაქეები ევაკუირებული არიან.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო ჯგუფი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.