logo
ENG



წინასაარჩევნო კონსლუტაციებისთვის რეფორმების ლაბი შეიქმნა

15 ოქტ 201916:03
3 წუთის საკითხავი
 
8ktd1t7tmom7fyh.png

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა სხვადასხვა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული რეფორმების ლაბი შექმნა. ცენტრი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს იწყებს და მათ წინასაარჩევნო კონსულტაციებს სთავაზობს.

ცენტრის მიზანი ზეპოლიტიკური და ზეპარტიული დღის წესრიგის შექმნაა. 

შეხვედრების ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციებს გაუწევენ საგარეო, ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. ასევე, დაეხმარებიან მათ საარჩევნო პროგრამის შედგენასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში. ამ ფორმატის ფარგლებში რეფორმების ლაბი მხოლოდ პროდასავლურ პარტიებს შეხვდება. როგორც ისინი აცხადებენ, მზად არიან, კონსულტაციები მმართველ პარტიასაც გაუწიონ.

 

 


close დახურვა