logo
ENG



წინასწარი შეფასებით, ლე პენის გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა

07 ივლ 202422:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/07/gj7q6ouvb0lai8m.jpeg

IPSOS-ის წინასწარი შეფასებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია ეროვნული გაერთიანება მე-3 ადგილზე გავიდა.

არსებული ცნობებით, პირველ ადგილს ახალი სახალხო ფრონტი იკავებს, ხოლო მეორეზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა.

სახალხო ფრონტი, რომელიც ხუთი პარტიისგან შედგება, პარლამენტში 172-ზე მეტი მანდატით იქნება წარმოდგენილი, მაკრონის პარტია - 150-ზე მეტით.

რაც შეეხება ლე პენის გაერთიანებას, ის პარლამენტში 132-ზე მეტი მანდატს დაიკავებს.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, 1981 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.


close დახურვა