ოსკარების დაჯილდოვების 92-ე ცერემონია დასრულებულია. კინემატოგრაფიის ამერიკული აკადემიის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო ფილმი სამხრეთ კორეელი რეჟისორის პონ ჩჟუნ ხო-ს „პარაზიტი“ გახდა. ამავე სურათმა ოსკარის ქანდაკება საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაშიც მოიპოვა. პონ ჩჟუნ ხო-მ ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვისც მიიღო. აკადემიამ, ფილმის სცენარი ორიგინალური სცენარის კატეგორიაში აღიარა.
ფილმი გვიამბობს სარდაფში მცხოვრებ ოჯახზე, რომელიც პიცის გადასატანი ყუთების შეგროვების ხარჯზე არსებობს. ყველაფერი კი მაშინ იცვლება, როცა უფროსი ვაჟი, ძალიან მდიდარი ბიზნესმენის ოჯახში, მეგობრის რეკომენდაციით და ყალბი დიპლომით ინგლისური ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. მას მოაფიქრდება გეგმა, რომელმაც მშობლები და თავისი უმცროსი და საშინელი სიღარიბისგან უნდა იხსნას.
რენე ზელვეგერი საუკეთესო მსახიობად იქნა აღიარებული ფილმში „ჯუდი“ შესრულებული როლისთვის. ხოაკინ ფენიქსმა მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობობისთვის, ფსიქოლოგიური ტრილერი „ჯოკერი“, რომლეიც 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი.
საუკეთესო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი კი ბრეტ პიტმა კვენტინ ტარანტინოს ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ შეასრულა.
ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი „ბოცვერი ჯოჯო“ გახდა. წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოსკარი „სათამაშოების ისტორიის“ მეოთხე სეზონს ერგო.
რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს, საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმად „თმის სიყვარული“ დასახელდა.
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი, ლორა დერნი ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“ გახდა.
საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად „ამერიკული ქარხანა“ დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სკეიტით სიარულის სწავლა ომის ზონაში“ გახდა.
საუკეთესო მონტაჟის კატეგორიაში ოსკარი ფილმმა „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ აიღო.
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობის კატეგორიაში ოსკარის მფლობელები ვივიენ ბეიკერი, კაზუ ჰირო და ენ მორგანი ფილმისთვის „სექსსიმბოლო“ გახდნენ.