სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 9 წლის ბავშვი, სანიაღვრე არხში დამხრჩვალი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი არხში, სავარაუდოდ, ძლიერი წვიმის დროს ჩავარდა, როდესაც სახლიდან მაღაზიაში იყო წასული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა 17 ივნისს მოხდა.