საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე, ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 6 ადამიანი, მათ შორის კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დააჯილდოვეს.