წულუკიანის წინააღმდეგ დავების რაოდენობა მატულობს, დევნაზე კი სულ უფრო მეტი ალაპარაკდა. სპორტული დეპარტამენტების ხელმძღვანელები სამინისტროდან ისე გაათავისუფლეს, რომ მიზეზიც არ იციან. ერთ-ერთი თანამშრომელი კი წულუკიანის ბრძანებით, არაკომპეტენტურობის მოტივით დაითხოვეს, მაშინ როცა 4 თვით ადრე მინისტრისგან სპორტული ჩინით დაჯილდოვდა.