logo
ENG



წულუკიანი: იმ მასშტაბის ომის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს ამუშავებულ სანქციებს

28 თებ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: იმ მასშტაბის ომის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს ამუშავებულ სანქციებს

კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ სანქციებზე მასაც იგივე პოზიცია აქვს რაც პრემიერ ღარიბაშვილს და ფიქრობს, რომ "საეჭვოა" ამით შეძლონ კონფლიქტის გაჩერება. 

"საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ იმ მასშტაბის ომი, რაც გაიშალა ჩვენს კონტინენტზე, კერძოდ უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს იმ სანქციებს, რომლებიც ამუშავდა. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს", - თქვა წულუკიანმა, რაზეც მას ჟურნალისტმა ჩაეკითხა: "რას შეუძლია ამის გაჩერება?" - მინისტრმა კი უპასუხა, რომ ამაზე უნდა დავსვათ კითხვები იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.

"საქართველოში [ამის შესაძლებლობა] არ არსებობს. საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მესმის, მტკივნეულია მოსმენა, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა, ოკუპირებული ქვეყანაა", - თქვა წულუკიანმა.


close დახურვა