logo
ENG



წულუკიანი: კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

21 ნოე 201911:29
3 წუთის საკითხავი
 
cqgf13e07br1ifm.jpg

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ საქართველოში მასშტაბური აქციები გამოიწვია, თუმცა მიუხედავად ამისა, იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას მიესალმება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. 

"ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი. მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს", - განაცხადა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

 

 


close დახურვა