logo
ENG



წულუკიანი ზურაბიშვილზე: სურდა, ყოფილიყო კულტურის დედა, არ გამოუვიდა

07 მარ 202400:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/07/8vpfr7lu04m1aet.jpg

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტი "უმძიმეს დღეშია".

წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილი ხვდება, რომ მისი უფლებამოსილების ვადა წარუმატებელი იყო და ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება ვერ შეძლო, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა. 

"მაგალითისთვის, მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი, აღმოჩნდა რომ ის გამაერთიანებელი კი არა, ერთმანეთზე პოლიტიკური ძალების წამკიდებლის ფუნქციას უკეთესად ასრულებს, სამწუხაროდ. მას სურდა, ყოფილიყო გარკვეულწილად ქართული კულტურის პატრონი თუ დედა და ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ ამას სხვა რაღაცები სჭირდება. 

მას სურდა, ყოფილიყო გარკვეულწილად პედაგოგი, მასწავლებელი თუ ჭკუის  დამრიგებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ესეც არ გამოვიდა, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვისურვეთ მისი მოსმენა, არამედ მას არ აღმოაჩნდა უნარი სწორი რჩევების მოცემის", - ამბობს წულუკიანი. 

გარდა ამისა, წულუკიანი პრეზიდენტს რეპუტაციაშელახულს უწოდებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და "ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს". 


close დახურვა