logo
ENG



წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს: კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ

04 სექ 202118:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/04/xsj20qjjv78mohm.png

თეა წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს დაემუქრა.

კულტურის მინისტრი არხის სხვა ჟურნალისტის, ემა გოგოხიასთვის წართმეული მიკროფონის დაბრუნების შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. 

წულუკიანმა ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს უთხრა, რომ ემა გოგოხიას მიკროფონს 3 ოქტომბერს დაუბრუნებს, ხოლო თუ ამ თემაზე საუბარს ვაჩიბერაძე კიდევ გააგრძელებს, ისიც მიკროფონის გარეშე დარჩება. 

"კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ". - უთხრა მან ჟურნალისტს. 

21 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი ქართუს მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „თავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

ფოტო ხელში ტელეარხის მიკროფონით მან ფეისბუქზეც გამოაქვეყნა და თქვა, რომ აპარატურის დაბრუნებას არ აპირებს. 

კულტურის მინისტრი სენაკში მთავარი არხის მიკროფონით ხელში სცენაზეც ავიდა და თქვა: "ბიძინას გაუმარ-ჯოს". 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მედიაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების შეფასებით, მინისტრის მსგავსი ქმედება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლაა და განსაკუთრებით 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება. 


close დახურვა