logo
ENG



წულუკიანი მის შესაძლო პრემიერობაზე: ეს არის ჭორი, წერტილი

14 ნოე 202022:51
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი მის შესაძლო პრემიერობაზე: ეს არის ჭორი, წერტილი

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების წევრმა თეა წულუკიანმა გავრცელებულ ინფორმაციას, მისი შესაძლო პრემიერმინისტრობასთან დაკავშირებით, "ჭორი" უწოდა.

მან საკუთარი თავი ქართული ოცნების გუნდის რიგით წევრად მოიხსენია.

"ეს არის ჭორი, წერტილი, როგორც იტყოდა ამჟამინდელი და მომავალი პრემიერმინისტრი, ბატონი გახარია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პრემიერი იყო გახარია, როდესაც კანდიდატს კი არ ვასახელებდით, ვასახელებდით პრემიერს. რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ვიყავი ქართული ოცნების და მისი გუნდის რიგითი წევრი და მებრძოლი ღირებულებებისთვის, რითაც პირველ ოქტომბერს მოვედით ხელისუფლებაში, ასეთად დავრჩები პარლამენტში", - ამბობს წულუკიანი იმედია ეთერში. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანის შესაძლო პრემიერმინისტრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსმა 11 ნოემბერს გაავრცელა. IPN-ს ცნობით, ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება - წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის თანამდებობაზე წარადგინონ.


close დახურვა