საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის წამყვანებს, მთავარი არხის მეწილის, ნიკა გვარამიას განცხადებებზე საუბრისას, მიმართა - "თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის რაც გეკუთვნოდათ".
"თქვენ, ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, "რუსთავი 2" ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე", - განაცხადა წულუკიანმა.
წამყვანის ნათქვამზე, რომ "რუსთავი 2" ამჟამინდელ მფლობელს ევროსასამართლომ დაუბრუნა, წულუკიანი აცხადებს, რომ "ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ".
"უი, რას ამბობთ, არ გვინდა თავიდან ჩხუბი. ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. "ქართულ ოცნებასა" და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება აღდგა თავისით ამ საქმეზე", - აცხადებს წულუკიანი.