ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა სასამართლო ხელისუფლება, რასაკვირველია, მაინც რომ დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას იზამს სასამართლო. თუ მოხდა ისე, რომ სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მიიჩნია საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სასჯელის აღსრულება გადავადდეს და ნაციონალური მოძრაობა მორიგ ჯერზე შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია, ეს ვერ იქნება ვერანაირი შედეგის მომტანი. ეს იქნება მორიგ ჯერ საკუთარი, ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობითა და მისი სიცოცხლით და ბედით თამაში. მე კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ მოვა ის დღე, როდესაც სააკაშვილი გაბრაზდება და თვითონ დაუსვამს ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს.
წულუკიანი სააკაშვილზე: ენმ-სთვის დაუჯერებელია, მაგრამ არ ვიცით, რას იზამს სასამართლო
24 დეკ 202220:20
3 წუთის საკითხავი