logo
ENG



წყალბურთის გუნდი დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრას გამართავს

20 ნოე 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
p1lskmlyj57yf9h.jpg

წყალბურთის გუნდი "თბილისის დინამო" დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრას გამართავს. რევაზ ჩომახიძის მომზადებული გუნდი სტუმრად მარსელს დაუპირისპირდება. წინა 4 თამაშიდან "დინამომ" ყველა წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. რაც შეეხება ფრანგებს, ისინი 6 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან. დინამო და მარსელი ერთმანეთს ისტორიაში პირველად ხვდებიან. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.


close დახურვა