ისრაელში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე მათგანი დატბორილი სახლის ლიფტში გაიჭედა. მაშველებმა მათი ამოყვანა ვერ შეძლეს. თელ-ავივში კვლავ დატბორილია ცენტრალური ქუჩები. გადაკეტილია ცენტრალური მაგისტრალიც, რომელიც ერთმანეთთან რამდენიმე დასახლებას აკავშირებს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური.
წყალდიდობა ისრაელში - დაიღუპა 2 ადამიანი
05 იან 202011:40
3 წუთის საკითხავი