წყალდიდობების შემდეგ მოსახლეობა შველას ითხოვს ფოთში. ადგილობრივებს წვიმის შიშით ცხოვრება უწევთ.
მიზეზი გაუწმენდავი სანიაღვრე არხებია, რომელიც წლებია პრობლემაა. სტიქიას მოსახლეობის სახლები ეწირება.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამტკიცებენ, რომ არხები სისტემატურად იწმინდება. ამბობენ, რომ დამატებით წყალგამტარი ნაგებობის მშენებლობასაც აპირებენ, თუმცა კონკრეტულად როდის, თარიღს ვერ ასახელებენ.
როგორც „შაბათის ფორმულამ“ გაარკვია, 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას 2 კვირაში სანიაღვრე არხების მოწყობა უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მუნიციპალიტეტი ახალ ტენდერს აცხადებს.