წყალტუბოში სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 84 მოქალაქეა მოთავსებული.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, გუშინ სხეულის ტემპერატურის მომატების გამო ოთხი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი გამოკვლევა უტარდებათ.
გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი პირი შეიყვანეს. წყალტუბოში კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.