logo
ENG



წყალტუბოში დევნილები აქციას მართავენ

26 თებ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოში, სანატორიუმ „გეოლოგში" მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ. დევნილები  გვიშტიბში, იმ მშენებარე ობიექტებთან შეიკრიბნენ, რომელსაც დევნილთა სამინისტრო აშენებს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ავარიულ შენობაში ცხოვრობენ და მათი დაყოვნების გარეშე გაყვანა უნდა მოხდეს.

დევნილები აცხადებენ, რომ მათ ბინები ქულების გარეშე უნდა მიეღოთ. სამინისტროში ეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს ქულების მიხედვით მიიღებენ. აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.  

სანატორიუმ „გეოლოგში“  55-მდე ოჯახი ცხოვრობს.


close დახურვა