logo
ENG



წყალტუბოში ერთ ღამეში ათობით ავტომობილი გაძარცვეს

26 იან 202213:28
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოში ერთ ღამეში ათობით ავტომობილი გატეხეს. თითქმის ყველა ავტომანქანიდან წაღებულია მაგნიტოფონები,  ჩამსხვრეულია  მინები, წაღებულია ფულიც. მოქალაქეები ერთ ხელწერაზე საუბრობენ და ითხოვენ პოლიციის დახმარებას თუმცა, აცხადებენ რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილებზე ჯერ კიდევ არ გამოჩენილან. საუბარია 35-მდე ავტომობილზე. 


close დახურვა