წყალტუბოში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოჰყვა. ის მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.
მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეამოწმა და მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
