ოტია იოსელიანს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მწერლის მშობლიურ ქალაქ წყალტუბოში მისი ბიუსტი გაიხსნა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, მწერლები და ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბიუსტის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 ათას ლარზე მეტი გამოიყო.
„ვემზადებოდით ამ დღისთვის, გვინდოდა ღირსეული პატივი მიგვეგო დიდი ქართველისთვის - ეპიდემიის გამო ყველაფერი შეიცვალა", - ამბობს მანანა იოსელიანი.
ოტია იოსელიანის ლიტერატურული საქმიანობა 1954 წელს დაიწყო, მოთხრობების პირველი კრებული კი 57 წელს გამოიცა. მწერალი 2011 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად სოფელ გვიშტიბში საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს.