როგორ ხარჯავს ევროკავშირის ფულს ოცნების ხელისუფლება. ათამდე პროექტისთვის ლაგოდეხში სამ მილიონამდე ლარი გამოიყო, უნდა ამოქმედებულიყო სამკერვალო, უფასო სასადილო და აბანო უსახლკაროებისთვის, მაგრამ ყველა საქმე შუა გზაზე გაჩერდა. დაიკარგა სამუშაო ადგილები, დრო და პასუხისმგებლობის აღება ამ ფონზე არავის სურს. არც ფოტოშოპით განთქმულ მერს.