logo
ENG



ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულოს მანქანა ქვეითს დაეჯახა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

05 დეკ 202015:25
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/05/x0quu1crpzp6bwg.png

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი გზას წითელზე კვეთდა, როდესაც მას ავტობუსის ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებული მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტზე პროკურატურა პირველად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. 

"ამ ეტაპზე, პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რომელთა შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - აცხადებენ პროკურატურაში. 


close დახურვა