logo
ENG



ჭიაბერაშვილი: თავხედურად მოქმედებს ივანიშვილი, მისი ხელისუფლება თელავს კონსტიტუციას

04 დეკ 201922:23
3 წუთის საკითხავი
 
dyk5hv51e803dfc.jpg

„თავხედურად მოქმედებს ივანიშვილი. მისი ხელისუფლება თელავს კონსტიტუციას“ -ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ქართველი დიპლომატები ურთულესი გამოწვევის წინაშე არიან, რადგან უწევთ დაამტკიცონ საქართველოს დემოკრატიული წინსვლის შესახებ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი მოვლენები ხდება.

„მე რომ მიმყავდეს როგორც საქართველოს ელჩს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ყოველ ოთხშაბათს და ამ დროს ვუყურებდე საღამოობით იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდება, ეს ჩემთვის იქნებოდა წარმოუდგენელი.  ეს არის ურთულესი გამოწვევა ქართველი დიპლომატებისთვის იმიტომ, რომ ამტკიცო საქართველოს დემოკრატიული წინსვლის შესახებ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებია დაცული, რომ ქვეყანაში პროგრესია დემოკრატიის თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით და ამავდროულად უყურებდე იმას, როგორ თავხედურად მოქმედებს ივანიშვილი და ხელისუფლება, როგორ თელავს კონსტიტუციას, როგორ უქსევს საჯარო მოხელეებს აიპებსა და სიპებში დასაქმებულებს, ქუჩაში სრულიად მშვიდობიანად და სრულიად ლეგიტიმურად გამოსულ პროტესტანტებს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


close დახურვა