logo
ENG



ჭიჭინაძე: საგანგებო მდგომარეობა ისე აამოქმედეს, არანაირი კრიზისული ელემენტები არ იყო ასახული

27 მაი 202022:52
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ხელისუფლების მიერ 21 მარტიდან ამოქმედებულ საგანგებო მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა ისე აამოქმედა, რომ მასში არანაირი კრიზისული ელემენტები ეკონომიკასთან მიმართებაში არ იყო ასახული.

მისივე თქმით, როდესაც მას კითხვები ტურიზმის სფეროს მდგომარეობაზე გაუჩნდა, ხელისუფლება აწყნარებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და სანერვიულო არაფერი არ იყო.

„პრაქტიკულად 21 მარტიდან დაწყებული ბრძოლა, როდესაც მე ხმა არ მივეცი საგანგებო სიტუაციას, რადგან მასში არ იყო ასახული არანაირი კრიზისული ელემენტები ეკონომიკასთან მიმართებაში, ისე დაკეტეს ქვეყანა, რომ საერთოდ ვერ წარმოედგინათ, რა ვადით კეტავდნენ, რისთვის კეტავდნენ, რა უნდა მომხდარიყო. 

დღეს რომ ვისმენდი მეცინებოდა, რომ თურმე 29 იანვრიდან დაუწყიათ ყველაფერის მზადება და როდესაც 27 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ვკითხე, ხვდებით საერთოდ ქვეყანაში რა მოხდა, რა გვემუქრება-მეთქი? და ამას რომ ლაპარაკობთ დღეს ზედაპირული კანონების განხილვაზე, ამის მაგივრად მოსულიყავით რა გადაადგილებები ხდება ბიუჯეტში, რა მუხლები უნდა შეიკვეცოს, ტურისტთან მიმართებაში რა პრობლემები შეგვექმნება და გადმორიცხვებთან-მეთქი. ეს კითხვები დასმული იყო 27 თებერვალს და მე მაწყნარებდნენ, რომ ტურიზმში ყველაფერი კარგად გვექნებაო და გადმორიცხვებშიც კარგად იქნება ყველაფერი, ბატონო დავით თქვენ ცდებითო. ერთი კვირის თავზე მერე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ამას მე მიმტკიცებდა, კორონავირუსით მერე თვითონ მოხვდა საავადმყოფოში“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


close დახურვა