ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი საპატრიარქოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. პეტრე ცაავამ უარი თქვა პატრიარქის განკარგულებაზე შიომღვიმის მონასტერში წასვლასთან დაკავშირებით და ითხოვს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განამწესონ. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა საპატრიარქო მის თხოვნას.
ეპარქიის გადაბარების პროცესი დაწყებულია და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
ყოფილიი მართველი კვლავ რეზიდენციაში რჩება. გავრცელებული ინფორმაცით, ახალი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია კვლავ აპირებს მარტვილში მისვლას. ადგილობრივი სასულიერო პირების ნაწილს გადაწყვეტილი აქვს ეკლესიაში მსახურების გაგრძელება, ნაწილი კი ფიქრობს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის დედა თამარია ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ პეტრე ცაავას გაჰყვება.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს სამონასტრო მოღვაწეობას ეპარქიის ყოფილი მმართველი პეტრე ცაავა. პატრიარქმა გასცა განკარგულება, რომ მას უშვებს შიომღვიმის მონასტერში, თუმცა ყოფილი მიტროპოლიტი იქ წასვლაზე უარს აცხადებს და ამბობს რომ წმინდა ამბროსი ხელაიას ტაძარში წასვლა სურს. ამ დროისთვის უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა საპატრიარქო პეტრე ცაავას გადაწყვეტილებას.