logo
ENG



ხაბეიშვილი: ნაციონალური მოძრაობა არის მიშა სააკაშვილი, ღირებულებები და ქვეყანა

28 იან 202300:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/28/ppiqy8466rcxkr0.jpg

აბსოლუტურად მკაფიოდ და ღიად ვიტყვი - ნაციონალური მოძრაობა არის მიშა სააკაშვილი, ღირებულებები და ქვეყანა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, პირადად მე პოლიტიკურ სცენაზე თუ ვინმეს გავლენას ვაღიარებ, არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვიცი, რომ ვარ მის პარტიაში. თავმჯდომარე ვხდები იმიტომ, რომ დღეს სააკაშვილი ტყვეობაშია. ეს კაცი არის დასახსნელი და ამისთვის გვჭირდება მესაჭე, პირობითად, რომელიც სიჩქარესაც აკრეფს და მათ შორის, გუნდთან ერთად ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. [თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში] მიხეილ სააკაშვილს ექნება უფრო მეტი გავლენა. არაა ეს პრობლემა. ვიცი, რომ პრაიმერიზში მიშა სააკაშვილის პარტიაში ვმონაწილეობ და ისიც ვიცი, რომ ეს დადგა იმიტომ, რომ მიშა ტყვეობაში არის. დღეს მას ჯანმრთელობის, სიცოცხლის პრობლემა უდგას. ეს ადამიანი რომ ჯანმრთელი, საღ-სალამათი იყოს და ქართულ პოლიტიკაში ჩართვა შეეძლოს, არ მესმის რატომ არ უნდა შეეძლოს, მე მიხეილ სააკაშვილის რიგითი თანამებრძოლი ვიქნებოდი. მე არ დავაპირებდი და თავში არ მომივიდოდა [თავმჯდომარედ კენჭი მეყარა].


close დახურვა