logo
ENG



ხაბეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა თუმცა, მას ფაქტის გამოძიების იმედი არ აქვს

25 იან 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

ლევან ხაბეიშვილი პოლიციაში დაიბარეს. საკრებულოს დეპუტატის საგამოძიებო ორგანოში დაბარება, გუშინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ხაბეიშვილს მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხავენ.

ლევან ხაბეიშვილს ამ ხელისუფების პირობებში ფაქტის გამოძიების იმედი არ აქვს.

„დამიბარეს გამოკითხვაზე და როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მოვედი. ანრი ოხანაშვილს, რომ  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, ის ადამიანი დღეს წინასწარ პატიმრობაშია. როცა საკრებულოს დეპუტატს რამდენიმე ადამიანი ესხმის თავს ისინი დღეს თავისუფლად ლაღად გადაადგილდებიან და მეტიც ამ დრომდე ისინი გამოკითხვაზე არ არიან დაბარებულები. მე უკვე გამომიძახეს, მოვედი და კანონის შესაბამისად მივცემ ჩვენებას,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ცემა წინასწარ იყო დაგეგმილი. ამის მიზეზი კი მისი მხრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც მათ დაბალ ხელფასს შეეხებოდა.


close დახურვა