რუსი ოპოზიციონერი, მიხაილ ხადარკოვსკი ამბობს, რომ ომი უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიკვდილით დასრულდება.
როგორც ხადარკოვსკიმ გადაცემაში ჟივოი გვოზდი აღნიშნა, პუტინი ვერ შეძლებს პრობლემების მოგვარებას, სანამ ომი გრძელდება. ხადარკოვსკი მიიჩნევს, რომ პუტინი დასავლეთს ვერ მოუგებს, რადგან ამის უნარი არ შესწყევს.
"პუტინმა დაიწყო ომი, რომლის დასასრულიც - მისი სიკვდილია. ეს დღევანდელი დღისთვის უკვე გასაგებია. ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს შესვენებებით, ზავებით, თუმცა დასრულდება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის სიკვდილით. პუტინისთვის შესაძლებლობების დერეფანს შევიწროებული კედლები აქვს, რადგან მას არ შეუძლია რუსების კეთილდღეობის ამაღლება, სანამ ეს ომი გრძელდება.
მას არ შეუძლია დასავლეთს მოუგოს. ამის შესაძლებლობა არ აქვს. მას არ შესწევს უნარი მოაგვაროს ეკონომიკური პრობლემები - უბრალოდ არ შეუძლია. ესე იგი მას მოუწევს ყოველთვის იპოვოს მტრები და მუდმივად მათ ეომოს. მტრები კი, რომლებიც წარმოადგენენ მილიარდზე მეტი ადამიანის ერთობას, უკვე ყველაფერს ხვდებიან. ეს მილიარდი ადამიანი, პუტინის გაჭყლეტს", - თქვა ხადარკოვსკიმ.