logo
ENG



ხაზარაზისა და ჯაფარიძის მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება

03 თებ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება. დღეს მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პროცესის გადადებას, მამუკა ხაზარაძე კი მოსამართლე არევაძის აცილებას ითხოვდა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეს პროცესები ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი რეპრესიულ პოლიტიკას აგრძელებს. 

„მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი იწერება და ხედავთ, რა სისულელესთან გვაქვს საქმე. ეს არის ივანიშვილის მართული და პირდაპირ ისა ჩართული. ასე რომ, არ არსებობს რეპრესიული ღონისძიება, რომელიც არ იქნება გამოყენებული ბიძინა ივანიშვილისა და მისი კონტროლირებადი ინსტიტუტების მიერ“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წნეხის ქვეშ და სწორედ ამის მტკიცებულებაა მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. 

„ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა ყოველ მეორე დღეს იხილება ჩვენი საქმე - ეს მიუთითებს, რომ სასამართლო არის პირდაპირი განმახორციელებელი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთისა და არის წნეხის ქვეშ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


close დახურვა