logo

ხაზარაძე: ლელო არჩევნებში 25%-ზე მეტს აიღებს

clock 2 clock 179 clock 21 სექ 202023:34
ix1is5n7zhusvq7.jpg

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტია არჩევნებში 25%-ზე მეტს მიიღებს. როგორც ხაზარაძე ამბობს, ბოლო დროინდელი კვლევები ერთმანეთთან აცდენილია, თუმცა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კვლევებში ზუსტია. მისივე განმარტებით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველის დიდი ნაწილი მხარს ლელოს დაუჭერს.

"ყველა ბოლო კვლევა აცდენილია დროში, სივრცეში, ციფრებში. ერთი რამ არ არის აცდენილი, ეს არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც არის ძალიან დიდი. ზოგ კვლევაში, მე ვლაპარაკობ NDI-ის კვლევაში არის 60%-ზე მეტი, ზოგ კვლევაში არის 40%. რეალურად ეს არის ის ამომრჩეველი, რომლის უმეტესი ნაწილი ლელოს დაუჭერს მხარს და ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს იქნება მთლიანი [ამომრჩევლების] 25%-ზე მეტი",-განაცხადა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში.

Edison research-ის შედეგებით, კითხვაზე ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პარტია ლელოს 3% ასახელებს.  

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა