logo
ENG



ხაზარაძემ „ლელოს“ მორიგი წევრები წარადგინა

09 ნოე 201915:54
3 წუთის საკითხავი
 
lj9b38hoamml2dk.png

 

მამუკა ხაძარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ახალი წევრები სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერიში“ წარადგინა. მოძრაობის 12 ახალ წევრს შორის არიან ინჟინრები, იურისტები, ეკონომისტების, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები და სხვა პროფესიის ადამიანები. წარდგენის ღონისძიებაზე მოძრაობის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ყურადღება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„საქართველოში არიან უნიჭიერესი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გლობალურ პრობლემებზე თავიანთი გადაწყვეტილება დადონ, უბრალოდ ჩვენ უნდა შევქმნათ ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი საქართველოში. ესეც ინოვაციის კარგი მაგალითია, როცა ცხელ წყალზე, ანუ ნაკლები ენერგო მოხმარებით და ჰიდროპონიკზე, 1 კვადრატულ მეტრს იყენებ პრაქტიკულად უწყვეტი წარმოებისთვის. სწორედ ესეთ ტექნოლოგიებზე უნდა იყოს საქართველო ორიენტირებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნა.

 


close დახურვა