logo
ENG



ხაზარაძე: არ ვგეგმავთ არავისთან კოალიციას

29 ოქტ 201921:16
3 წუთის საკითხავი
 
fl0elk9p2os2son.jpg

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის კოალიციაში შესვლას არავისთან გეგმავს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ თავს ვერც ერთ და ვერც მეორე ძალასთან, ეს მე ადრეც განვაცხადე. ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. „ევროპული საქართველო“, ვნახოთ, რამდენი პროცენტით გავა - დღეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ იგეგმება არავისთან კოალიცია. თუ დაგვჭირდა, შეიძლება გამოვიყენოთ პატარა პარტიები. მაგრამ ჩვენ ვართ ორიენტირებული გამარჯვებისთვის“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, მას არასდროს ჰქონია თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყოფილ პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.

 


close დახურვა