ლელოს დამფუძნებელი საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ გამარჯვება ახლოსაა.
მისი თქმით, ლელო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს მოქალაქეთა ხმების დაცვას.
"ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ჩვენი ამომრჩევლის ხმას.
ამავე დროს, მინდა მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ იმიტომ, რომ მხოლოდ სიმშვიდით ვაჯობებთ ჩვენ იმ ქაოსს, ჭაობს და იმ არეულობას, რომელსაც ქართული ოცნება გვახვევს თავს.
მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უზარმაზარ არმიას მოვუწოდო: იაქტიურეთ, დარჩენილი დრო გამოიყენეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ჩვენს უბანზე, ჩვენი წარმომადგენლებით და მინდა გითხრათ, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს გამარჯვება არის განვითარების, წარმატების და ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფოდ ჩამოყალიბების.
წარმატებები ყველას საქართველოს გამარჯვებისთვის.", - ამბობს ხაზარაძე.