logo
ENG



ხაზარაძე: ვადამდელი არჩევნები პროპორციულის გარეშე გამოსავალი არ არის

17 ნოე 201915:54
3 წუთის საკითხავი
 
uofjfds436le5aq.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე „ფორმულანიუსთან“ დღევანდელ მასშტაბურ აქციაზე საუბრობს. მისი თქმით, საზოგადოებაში პროტესტი არსებობს და მთავარი სწორედ ეს არის.

„მოდით, შევთანხმდეთ, რომ აქციის რაოდენობის ზრდით კი არ უნდა იზომებოდეს ქვეყანა, უნდა იზომებოდეს იმ პროტესტის მუხტით, რომელიც თითოეული ადამიანის გულშია. ხელისუფლების დათვლით ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო 8 წელიწადში ქვეყანა მიიყვანეს აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში, შეიყვანეს დეპოში. დღეს არის პროტესტი ყველა ადამიანის გულში, ყველა მოქალაქის გულში იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვიცავთ თითოეული ადამიანის თავისუფლებას, თითოეულმა ადამიანმა თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა: არის თუ არა ის შეურაცხყოფილი? წაართვეს თუ არა მას თავისუფალი არჩევანის უფლება? აქვს თუ არა მას შანსი იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში? როცა მაგ კითხვებს პასუხს გასცემს, მიხვდება, რომ პროტესტი უნდა დააფიქსიროს ყველგან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ასევე ისაუბრა აქციის მთავარ მოთხოვნებზე, მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა არის პროპორციული წესის მიღება, სხვა შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს. 

„ვადამდელი არჩევნები პროპორციულის გარეშე გამოსავალი არ არის. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პროპორციული არჩევნების კანონი, თუ დავრჩით იმავე საარჩევნო სისტემაში მაშინ რას ვაპროტესტებთ, ჩვენ ვაპროტესტებთ პროპორციულ არჩევნების გაუქმებას, ამის მერე გინდა ვადამდელი იყოს და გინდა ვადიანი, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.


close დახურვა