logo
ENG



ხაზარაძე: თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წევრი, უნდა იყოს მეურნე ადამიანი

03 ივნ 202100:36
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წევრი, უნდა იყოს მეურნე ადამიანი

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი არცერთი პარტიის წევრი არ უნდა იყოს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი უპარტიო, მეურნე ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი მხარში დაუდგება და მათ მიერ შემუშავებული პროგრამის განხორციელებაში დაეხმარებიან.

"თბილისის თავი, ანუ მერი, არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი. მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად შეიმუშავებენ. 

იყოს მეურნე ადამიანი, დიმიტრი გელოვანი, რატომაც არა? თუ მოვძებნით, ვიპოვით. ან ძალიან დიდი კორპორაციის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვეტყვით, რომ იქ რომ გააკეთე წარმატება, ჩამოდი, ჩვენ დაგიდგებით, არ გვინდა, რომ რომელიმე პარტიის მანდატი ჩაიდო, მოდი, გეგმა დავდოთ, ერთხელ პრეცედენტი მოვახდინოთ და გავაკეთოთ საქმე ისე, როგორც არ გაგვიკეთებია 30 წლის განმავლობაში", - ამბობს ხაზარაძე.


close დახურვა