„ყველა მიმართულებით, ჩვენ პრობლემა გვაქვს, - ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ მისი მოძრაობა არც მემარცხენე და არც მემარჯვენე პოზიციას არ დაიკავებს. მისივე თქმით, მათი მთავარი მიდგომა ერთიანი საქართველოს გარშემო შეკრების ამბავია.
„ამ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ჩავვარდით და ვართ, მემარჯვენე მემარცხენეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით, ჩვენ პრობლემა გვაქვს. შრომის უფლებების დაცვაში გვაქვს პრობლემები, პრობლემებია ინვესტიციების მოზიდვაში, მწვანე გარემოს მიმართულებით გვაქვს უზარმაზარი პრობლემა, ხარისხის მიმართულებით გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენი მიდგომა მარჯვენა და მარცხენა კი არ არის, ერთიანი საქართველოს გარშემო შეკრების ამბავია.“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.