მამუკა ხაზარაძის ადვოკატები დღეს „მუქარის წერილის" დედანს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი „ლელოს" დამფუძნებლის ადვოკატები წერილს მედიასაც წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა პარლამენტში განაცხადა, რომ იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის მიხედვით, ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, „ტვ პირველს" ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად კი „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაეკრიტიკებინა.